მარტვილის მუნიციპალიტატის კულტურის ცენტრთან არსებული
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი
,, კ ო ლ ხ ი დ ა "
ანსამბლი ,,კოლხიდა" ჩამოყალიბდა 1996 წ. მარტვილის ფოლკლორის
ცენტრის ბაზაზე
ანსამბლი ჩამოაყალიბა, მარტვილის ფოლკლორის ცენტრის ყოფილმა
დირექტორმა ბადრი გვილავამ და ქორეოგრაფმა პაატა ბართიამ.
2002 წლიდან ანსამბლმა ფუნქციონირება გააგრძელა მარტვილის
ცენტრალურ კულტურის სახლში.
1999 წ. ანსამბლმა ,,კოლხიდა" -მ მონაწილეობა მიიღო უკრაინაში
ქალაქ როვნოსა და ლუცკში გამართულ, ხალხური ცეკვისა და სიმღერის
საერთაშორისო ფესტივალზე.
2002 წელს მონაწილეობა მიიღო თურქეთში გამართულ საერთაშორისო
ფესტივალზე ქალაქ იენიჯეში და კარაბუკში, საიდანაც დიდი წარმატებით
დაბრუნდა.
2005 წელს ანსამბლი იმყოფებოდა საბერძნეთის ქალაქ ლუთრექში. ამავე
წელს ანსამბლმა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის
ქართული ნაციონალური ბალეტის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ქართული
ხალხური ცეკვის რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატის წოდება დაიმსახურა.
2008 წლის ივნისის თვეში ანსამბლი იმყოფებოდა თურქეთის ქალაქ
ზონგულდაკში საერთაშორისო ფესტივალზე.
2009 წლის 24 სექტემბერს ანსამბლი იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ
გდინიაში ფოლკლორის ფესტივალზე.
2010 წელს ქალაქ ზუგდიდში გამართულ ფესტივალ-კონკურსზე ანსამბლმა
პირველი ადგილი დაიმსახურა, ამავე წელს ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის
ფესტივალ-კონკურსზე ანსამბლს მესამე საპრიზო ადგილი მიენიჭა. ანსამბლის
ქორეოგრაფები საუკეთესო კომპოზიციის შექმნისთვის დაჯილდოვდნენ,
დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით.
2011 წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე ,, ზღვის ჰარმონია "
ანსამბლი დაჯილდოვდა უმაღლესი ჯილდო გრამპრით.
2011 წლის დეკემბერში ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი
მაუწყებლობის მიერ ჩატარებულ სატელევიზიო კონკურსში ,, ჩვენი დილა",
სადაც პირველი ადგილი დაიმსახურა.
2012 წლის ივნისის თვეში ანსამბლი მიწვეული იყო ჩეხეთის დედაქალაქ
პრაღაში საერთაშორისო ფესტივალზე.
2012 წლის დეკემბერს ქ. ზუგდიდში ქორეოგრაფიული მოღვაწეთა
კავშირმა ჩაატარა კონკურსი საუკეთესო ანსამბლების შესარჩევად. კონკურსში
ჟიურის წევრები იყვნენ, რეზო ჭანიშვილი, უჩა დვალიშვილი, ფრიდონ
სულაბერიძე, ახმეტ ამბალია, თამაზ მოსია. ანსამბლ ,,კოლხიდა"-ს მიენიჭა
ბავშვთა სანიმუშო სახალხო ანსამბლის წოდება.
2013 წლის პირველი სექტემბრიდან ანსამბლ ,,კოლხიდა"-ს ხელმძღვანელ
აბესალომ (პაატა) ბართიასთან ერთად სათავეში ჩაუდგნენ ქორეოგრაფები,
ზაზა ჯანაშია და აკაკი ბერიშვილი.
2013 წლის დეკემბრის თვეში ქ.ზუგდიდში ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა
კავშირმა საუკეთესო ნომრების წარდგენისათვის ანსამბლი ,, კოლხიდა”
წარადგინა ამაგდარის ორდენზე.
2014 - 2015 წლებში ანსამბლმა ,,კოლხიდა"-მ ფესტივალ კონკურსზე ,,ზღვის
ჰარმონია"მთავარი პრიზი გრამპრი დაიმსახურა.
2015 - წლის სექტემბრიდან ანსამბლის ქორეოგრაფები აბესალომ (პაატა) ბართია
და ზაზა ჯანაშიასთან ერთად მოღვაწეობა დაიწყო ახალგაზრდა ქორეოგრაფმა თეა
მიქიაშვილმა.
2016-წლის 18 მარტს, ანსამბლ ,,კოლხიდა"-მ მონაწილეობა მიიღო ფილარმონიის
დიდ საკონცერტო დარბაზში, ბატონი რევაზ ჭოხონელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ
საქველმოქმედო საღამოზე.
2016-წლის 10 ივნისს ანსამბლმა ,,კოლხიდა”-მ აღნიშნა 20 წლის იუბილე. ანსამბლს
საიუბილეო თარიღი მიულოცა ზუგდიდის საბავშვო ანსამბლმა ,,ცისკარი"ხელ: რომეო
ბულია, ფოთის საბავშვო ანსამბლა ,,როკვა" ხელ: ედიშერ ალექსანდრია, ვახო ბიჭიკაშვილმა
და ნიკა არაბიძემ. იუბილეზე მოწვეული იყო ჯგუფი ,,ბანი", გარკვეული მიზეზების გამო
ჯგუფი ვერ ჩამოვიდა მაგრამ ჩაანაცვლა ჯგუიფი ,,მადლმა".
2016-წლის 3 ივლისს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო: ქართული ხალხური ცეკვის
საქველმოქმედო ფესტივალ-კონკურსი სუხისვილების სახელობის პრიზზე და
პირველი ადგილი დაიმსახურა.
2016-წლის 6 ოქტომბერს ანსამბლ ,,კოლხიდამ” გამართა სოლო კონცერტი
ქ. ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის სახელწოდებით
,,საქართველოში მშვიდობისა და ერთიანობისათვის”
2016-წლის 19-ნოემბერს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო თბილისში პროფკავშირების
კულტურის სახლში გამართულ ფესტივალ კონკურსზე სახელწოდებით
,, საქართველოს ერთსულოვნება” სადაც დაჯილდოვდა საუკეთესო ქორეოგრაფიული
დადგმისათვის.
2017-წლის 6-მაისს თბილისში ჩატარდა კონკურსი ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს-
შორის სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საუკეთესო
ანსამბლებმა. მარტვილის ანსამბლი ,,კოლხიდა" სამ საუკეთესო ანსამბლებს შორის მოხვდა
კონკურსი ჩატარდა არტჰოლის კულტურის სახლში. ჟიურის თავმჯდომარე იყო ქალბატონი
თეა დარჩია, აგრეთვე ჟიურის წევრი იყო ბატონი დავით ჭანიშვილი, სადაც ჟიურმა
გამოაჩინა თავისი არაპროფესიონალიზმი.
2017-წლის 22-დან 26- ივლისამდე ანსამბლმა ,,კოლხიდა"- მ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის
ქ. ანხელოიში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში ,,მხიარული სანაპირო"
სადაც უმაღლესი ჯილდო გრამპრი დაიმსახურა.
2017- წლის 2- ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა კონკურს-ფესტივალი ,,ზღვის ჰარმონია"
სადაც ანსამბლმა ,,კოლხიდა"-მ კიდევ ერთხელ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო გრამპრი.
2017-წლის 16-ივნისს ბათუმში ჩატარებულ ქართული ხალხური ცეკვების კონკურსზე,
სადაც ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ილიკო სუხიშვილი ანსამბლმა ,,კოლხიდა"-მ
მესამე ადგილი დაიმსახურა.
2017-წლის ნოემბრის თვეში ქ. ზუგდიდში ჩატარდა ფესტივალი სახელწოდებით
,,სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში" სადაც ანსამბლი დაჯილდოვდა დიპლომით
და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს აბესალომ ,,პაატა" ბართიას მიენიჭა ,,ქართული
ხალხური ცეკვის ქომაგი"-ს წოდება.
2018-წლის 20 მაისს ქ. ზუგდიდში ჩატარდა ძმები მოსიების სახელობის ფესტივალ
კონკურსი, სადაც ანსამბლმა ,,კოლხიდა"-მ დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო - გრანპრი.
ჟიურის წევრები იყვნენ: რეზო ჭანიშვილი, გიგლა თურქია, თამაზ მოსია.
2018-წლის 10 ივნისს ქალაქ სენაკში ჩატარებულ ფესტივალ-კონკურსზე, სადაც შეფასება
იყო ღია საჯარო, უმაღლესი შეფასება იყო 10 ქულა. სამი ანსამბლი (ზუგდიდის ,,ცისკაი",
ფოთის ,,ფაზისი", მარტვილის ,,კოლხიდა" ) შეფასდა უმარლესი 50 (ორმოცდაათი ) ქულით,
მაგრამ ჟიურის ამ გაუგებარი გადაწყვეტილებით ანსამბლებს ,,ცისკაი" და ,,ფაზისი" გადაეცათ
უმაღლესი ჯილდო-გრანპრი, მარტვილის ,,კოლხიდა"-ს კი პირველი ადგილი.
2018-წლის 28-29 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარებულ ფესტივალ-კონკურსზე ანსამბლმა
,,კოლხიდა"-მ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, ჟიურის თავმჯდომარის ბატონი ფრიდონ
სულაბერიძისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ანსამბლი ,,კოლხიდა" აღიარეს
საუკეთესო ანსამბლად და გადაეცა უმაღლესი ჯილდო გრამპრი.
2018-წლის 18 და 25 ნოემბერს ქ. ზუგდიდში ჩატარდა ყოველწლიური ფესტივალი
სახელწოდებით ,,სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში". 18 ნოემბერს მონაწილეობა
მიიღეს ,,პატარა კოლხიდელებმა", რომლებმაც ჟიურის მოწონება და საუკეთესო ანსამბლად
აღიარება დაიმსახურეს. 25 ნოემბერს კი ანსამბლმა ,,კოლხიდა"-მ ცეკვა აჭარულით და
ფარიკაობით მიიღო მონაწილეობა. ქორეოგრაფები ზ. ჯანაშია და თ მიქიაშვილი
დაჯილდოვდნენ ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისათვის, ხოლო ხელმძღვანელი აბესალომ (პაატა) ბართია
კი დააჯილდოვეს ქართული საცეკვაო ხელოვნებაში შეტანილი წვილისათვიოს სამკერდე
მედლით.
2019-წლის 2 ივნისს ქ.ზუგდიდში ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელობით
ჩატარდა, საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების ბრენდირება (სერთიფიცირება). ჟიურის
წევრები: თვამჯდომარე ბატონი ოლეგ ალავიძე, საქართველოსქორეოგრაფთა კავშირის
თავმჯდომარის მოადგილე,პროფესორი. ჟიურის წევრები, კახაბერ მარკოიშვილი, მურმან
გამისონია, ზაზა მჟავანაძე, თამაზ მოსია,მანუჩარ სამუშია, გიგლა თურქია.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა რეგიონის 5 საუკეთესო ანსამბლი (უმაღლესი შეფასება
5- ვარსკვლავი) ამ ხუთეულ შორის საუკეთესო ცეკვებით წარსდგა ანსამბლი ,,კოლხიდა"ცეკვები:
ალვანური, ფარიკაობა , სიმდი და ანსამბლს დამსახურებულად მიენიჭა 5 ვარსკვლავი.
2019- წლის 10 ივლისს ქ. სენაკში ჩატარებულ შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ფესტივალ
კონკურსზე ანსამბლმა ,,კოლხიდა"-მ უმაღლესი ჯილდო გრანპრი დაიმსახურა.
2019-წლის 22-ივლისიდან 27-ივლისის ჩათვლით ანსამბლი იმყოფებოდა ბულგარეთის
ქალაქ ვარნაში ფესტიოვალ-კონკურსზე საიდანაც დიდი წარმატებით და უმაღლესი ჯილდო
გრანპრით დაბრუნდა.
2019-წლის 25-აგვისტოდან 29-აგვისტოს ჩათვილით ანსამბლი სპეციალური მოწვევით
იმყოფებოდა პოლონეთის ქ. ოდოლანოვოში ,,ოდოლანოვოს დღეებზე" სადაც ანსამბლი
წარსდგა სოლო კონცერტით. ადგილობრივი მაყურებელი ოვაციებით შეხვდა საქართველოდან
ჩამოსულ ანსამბლს რასაც გაზეთში გამოპქვეყნებული სტატიის სათაურიც ადასტურებს
,,грузини показали клас"
2020 წელს ანსამბლს სრულფასოვან მუშაობაში ხელი შეუშალა, მსოფლიოში მოდებულმა კოვიდ პანდემიამ.
2021 წლის ივნისის თვეში კი ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქ. სენაკში კონკურს-ფესტივალზე სახელწოდებით ,, კუჩხი ბედინერი" სადაც მეორე ადგილი დაიმსახურა.
2021 წლის 26-ინისის ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქ. ფოთში ანსამბლ ,, ლაზიკას" ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზე.
2021 წლის 21 - ნოემბერს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქ. ზუგდიდში ფესტივალზე სახელწოდებით ,,სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში". ფესტივალზე ანსამბლი წარსდგა ორი ნომრით: ცეკვა ფშაური და ცეკვა ყაზბეგური.
2022-წლის 15-ნოემბერს ანსამბლი ,,კოლხიდა" იმყოფებოდა ქ. ბორჯომში საერთაშორისო ხელოვნების კონკურს-ფესტივალზე ,,Winter Borjomi 2022"-ზე სადაც ანსამბლმა უმაღლესი ჯილდო გრანპრი დაიმსახურა.ანსამბლი მაყურებილის წინაშე წარსდგა შემდეგი ცეკვებით: ქართული, მთიელ ქალთა ცეკვა და ყაზბეგურით.
ანსამბლი მისი არსებობის მანძილზე ეწეოდა და დღესაც წარმატებით
აგრძელებს როგორც საკონცერტო ასევე საკონკურსო მოღვაწეობას.
ანსამბლ ,, კოლხიდა"-ს სამხატვრო ხემძღვანელი: პაატა ბართია
ქორეოგრაფები: თეა მიქიაშვილი, ზაზა ჯანაშია და კახა ბართია
|